ერდოღანის გზავნილები ნატო-ს და ევროკავშირს

ხვალინდელ შეხვედრაზეა დამოკიდებული, დაიძაბება თუ არა კიდევ უფრო ურთიერთობა თურქეთსა და აშშ-ს შორის.

ხვალ ვაშინგტონში ერდოღანი და ტრამპი ერთმანეთს ხვდებიან. აუდიენცია დაძაბულ რეჟიმში ჩაივლის, რადგან ტრამპის ადმინისტრაცია ანკარის წინააღმდეგ სანქციების გაფართოებას არ გამორიცხავს. ერთი თვის წინ, სირიის ჩრდილოეთით მოულოდნელად დაწყებული სამხედრო ოპერაციის გარდა, ვაშინგტონი თურქეთის მიერ რუსეთისგან იარაღის შეძენითაცაა გაღიზიანებული.

თურქეთის მიმართ სანქციებს ამზადებს ევროკავშირიც, რომელსაც ერდოღანი დღეს ღიად დაემუქრა. თურქეთის პრეზიდენტის მწვავე კრიტიკის ობიექტი გახდა ნატო-ც.