ერდოღანი მიხეილ ყაველაშვილს საქართველოს პრეზიდენტად არჩევას ულოცავს

თურქეთს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილს საქართველოს პრეზიდენტად არჩევას ულოცავს. მისალოც წერილში ერდოღანი აღნიშნავს, რომ სრულიად დარწმუნებულია, რომ კიდევ უფრო განვითარდება ორ ქვეყანას შორის მეგობრული ურთიერთობები და მჭიდრო თანამშრომლობა.

საქართველოსთან ახლო მეზობლობა და სტრატეგიული პარტნიორობა გვაკავშირებს. გისურვებთ წარმატებებს ამ საპატიო მოვალეობის შესრულებაში. სრულიად დარწმუნებული ვარ, რომ თქვენი უფლებამოსილების ვადაში კიდევ უფრო განვავითარებთ ჩვენს ქვეყნებს შორის მეგობრულ ურთიერთობებსა და მჭიდრო თანამშრომლობას, რაც თანხვედრაშია ჩვენს საგარეო ინტერესებთან და ემსახურება რეგიონში კეთილდღეობის უზრუნველყოფას. მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და კვლავ გადმოგცეთ საუკეთესო სურვილები. ერდოღანის ამ განცხადებას „ქართული ოცნების“ პრესსამსახური ავრცელებს.