ერაყის ციხეში მყოფი საქართველოს მოქალაქის შვილები თბილისში ჩამოიყვანეს

ცოტა ხნის წინ ერაყის ციხეში მყოფი საქართველოს მოქალაქის შვილები თბილისში ჩამოიყვანეს. მოზარდებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში იუსტიციის მინისტრი, საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები და ოჯახის წევრები დახვდნენ. ბავშვების დედას, რომელიც 25 წლის არის, მეუღლის სტატუსის გამო, ერაყში სამუდამო პატიმრობა აქვს მისჯილი. მათ შესახებ რეპორტაჟი ექსკლუზიურად პირველი არხის გადაცემა “ახალი კვირის” ჟურნალისტებმა ჯერ კიდევ მაისში მოამზადეს.

გიორგი კობერიძე გვიერთდება პირდაპირ ეთერში – რა განცხადებები გაკეთდა აეროპორტში და თუ არის გადაწყვეტილი, კონკრეტულად სად იცხოვრებენ არასრულწლოვნები.