რა შედეგეით დასრულდა აშშ-სა და რუსეთის დელეგაციებს შორის 12-საათიანი მოლაპარაკებები საუდის არაბეთის ქალაქ ერ რიადში. დელეგაციები ერთობლივი განცხადების ტექსტზე შეთანხმდნენ, რომელსაც დღეს გამოაქვეყნებენ. რუსეთის დელეგაციის წევრმა, გრიგორი კარასინმა განაცხადა, რომ აშშ-ის დელეგაციასთან რთული, მაგრამ საკმაოდ კონსტრუქციული და საინტერესო საუბარი შედგა. კარასინის თქმით, აშშ-სა და რუსეთს შორის მოლაპარაკებები გაგრძელდება, მათ შორის გაერო-სა და სხვა ქვეყნების მონაწილეობით. ექსპერტების დონეზე რუსულ-ამერიკულ კონსულტაციებში რუსეთის დელეგაციას წარმოადგენდნენ რუსეთის ფედერაციის საბჭოს წევრი – გრიგორი კარასინი და რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის დირექტორის მრჩეველი, სერგეი ბესედა. ამერიკულ დელეგაციას კი ხელმძღვანელობენ თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს უფროსი, დირექტორი ენდრიუ პიკი და სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანი მაიკლ ენტონი. მანამდე, ერთი დღით ადრე, ერ-რიადში ამერიკულ-უკრაინული კონსულტაციები გაიმართა.