ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის მუზეუმის გახსნა

სხდომათა დარბაზში საზეიმო ღონისძიების დაწყებამდე, საკანონმდებლო ორგანოში ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის ქართული პარლამენტარიზმის მუზეუმი გაიხსნა. წითელი ლენტი საზეიმოდ გაჭრეს პარლამენტის თავმჯდომარემ და ექვთიმე თაყაიშვილის შთამომავალმა, 10 წლის ექვთიმე თაყაიშვილმა. მუზეუმი წარმოდგენილია ცენტრალური, „დიდების დარბაზით“ და ეპოქების ამსახველი შესაბამისი ოთხი სივრცით. მნახველს 1919 წლიდან ქართული პარლამენტარიზმის დღემდე განვლილ გზაზე სრული წარმოდგენა შეექმნება. მუზეუმი აღჭურვილია თანამედროვე ტექნოლოგიებით და განკუთვნილია ფართო აუდიტორიისთვის.

მუზეუმის გახსნას საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი ირაკლი ღარიბაშვილი დაესწრო. დღესვე საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კობახიძე „თავისუფლების საპარლამენტო ორდენით“ დააჯილდოვეს. ფულად ჯილდოს ირაკლი კობახიძე ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვებს გადაურიცხავს. საკანონმდებლო ორგანოში არანაკლებ 25-წლიანი წარმატებული სამსახურისთვის პარლამენტის აპარატის 13 თანამშრომელს სამკერდე ნიშნები გადაეცათ.

საქართველოს პირველი კონსტიტუციის 100 წლის იუბილე – საზეიმო სხდომა პარლამენტში #მოამბე #LIVE