ექთნების შრომის პირობები

როგორ პირობებში უწევთ მუშაობა ექთნებს საქართველოში – ამ საკითხზე იმსჯელეს პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის სხდომაზე.

დეპუტატები სოლიდარობის ქსელის – დამოუკიდებელი პროფკავშირის კვლევის შედეგებს  გაეცნენ. დოკუმენტის მიხედვით, ექთნების სამუშაო პირობები და გრაფიკი მძიმეა, რაც მათ  სამუშაოს სრულფასოვნად შესრულებაში ხელს უშლის. ასევე დიდია პაციენტების რაოდენობა.

კვლევაში რეკომენდაციებიც არის მოცემული, რაც მინიმალური ხელფასის ზღვარის დაწესებას, ერთი ექთნისთვის მოსავლელი პაციენტების რაოდენობის და სამუშაო საათების შემცირებას ითვალისწინებს.