ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ეროვნულ ინტერესებზე დაფუძნებული ახალი სტრატეგია და ექს-ჩინოსნის ხმაურიანი განცხადებები ოფიციალურ თბილისს უკვე მიღებული და სულ ცოტა ხნის წინ ინიცირებული ცვლილებების აუცილებლობაში არწმუნებს. მაიკ ბენცის მონათხრობი, რომლის მიხედვითაც, საქართველოში რადიკალური პროცესები ბაიდენის ადმინისტრაციის დროს სხვადასხვა ფორმით ფინანსდებოდა, მმართველი გუნდისთვის გრანტების შესახებ კანონის დაზუსტების პროცესში მნიშვნელოვანი არგუმენტია. ხელისუფლების პოზიციაა, რომ საქართველოში უცხოური ფინანსების შემოდინებისთვის არცერთი უკანონო გზა არ უნდა დარჩეს. ჯამში შვიდ კანონში მეორე მოსმენით დამტკიცებულ ცვლილებებს ახალი მუხლიც დაემატა. ლეგიტიმური ორგანოების აღიარებასთან ერთად, სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობით დაისჯება სახელმწიფო სტრუქტურების ალტერნატივის შექმნისკენ მოწოდებაც. კონსტიტუციის და ეროვნული ინტერესების დაცვის მოტივით ინიცირებული ცვლილებები, კატეგორიულად მიუღებელია ოპოზიციისთვის. ოპონენტები, ხელისუფლების გადაწყვეტილებას არაკონსტიტუციურად და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვად აფასებენ.