ექსტრადირების ფაქტი

საქართველოდან იტალიაში მასშტაბური უკანონო მიგრაციის ხელშეწყობისა და კრიმინალური ორგანიზაციის წევრობის ფაქტებზე ძებნილი პირის ექსტრადიცია მოხდა. იტალიის სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი პირი საქართველოს ტერიტორიაზე შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა დააკავეს. როგორც ირკვევა, 2011-2019 წლებში, ორგანიზებული ჯგუფის ფარგლებში, ძებნილი პირი მონაწილეობდა მიგრანტების უკანონო გადაყვანაში თურქეთისა და საბერძნეთის გავლით იტალიის რესპუბლიკაში. აღსანიშნავია, რომ იტალიაში ექსტრადიციის მიზნით ასევე დაკავებულია ამავე ორგანიზებული დაჯგუფების სხვა ლიდერი და მიმდინარეობს საექსტრადიციო პროცედურები.