ექსპოზიცია თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში

12:32, 28.06.2025

შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში, კინო-ტელე ოპერატორის სპეციალობის პირველი კურსის სტუდენტების ფოტოგამოფენა გაიმართა. ექსპოზიციამ სახელწოდებით „ერთი მეორედი“ 12 სტუდენტის 35 ფოტო გააერთიანა. ფოტოგამოფენა ფოტოგრაფიის ლექტორის – ლევან მახარაძის ინიციატივით შედგა. სტუდენტების ნამუშევრები სხვადასხვა ტექნიკითაა შესრულებული — ნაწილი ციფრულ ფორმატშია გადაღებული, ნაწილი კი ფირზე. ექსპოზიცია ათი დღის განმავლობაში თეატრალური უნივერსიტეტის მეორე კორპუსის ფოიეში გაგრძელდება.

მსგავსი