ექსპოზიცია „შინაგანი დრო“
ეროვნული გალერეა თამარ-თათია დარჩიაშვილის პერსონალურ გამოფენას მასპინძლობს. ექსპოზიცია სახელწოდებით „შინაგანი დრო“ სხვადასხვა პერიოდში შექმნილ ნამუშევრებს აერთიანებს. ხელოვანის სამუშაო სფეროებია: გრაფიკული ნახატი, ოფორტი, ინსტალაცია, ვიდეო, კოლაჟი, წიგნის ილუსტრაცია და მინანქრის ტექნიკა.