ექსპორტის მაჩვენებლები  

ექსპორტის მკვეთრად გაუმჯობესებული მონაცემები. რაც ყველაზე მთავარია, გაზრდილია ადგილობრივი ნაწარმის ექსპორტის მაჩვენებლები.

საქართველოდან გატანილი პროდუქციის ხუთეულში პირველად მოხვდა ქვეყანაში გამომუშავებული ელექტროენერგიაც, რომელიც თურქეთმა, აზერბაიჯანმა და სომხეთმა იყიდეს. ფართოვდება საექსპორტო ბაზრების ჩამონათვალიც. მთავარ სავაჭრო პარტნიორად ჩინეთი რჩება. წლიდან წლამდე ექსპორტი იზრდება ევროპის ბაზრებზეც.