ექსპორტის მაჩვენებლები

18:28, 19.10.2026

2026 წლის იანვარ-სექტემბერში, ექსპორტი თითქმის 20 %-ით გაიზარდა და 6 მილიარდ დოლარს გადააჭარბა. ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს. განსაკუთრებული მატებაა ადგილობრივ ექსპორტში, რომელიც რეექსპორტის გარეშე ითვლება. 9 თვის მონაცემებით, ადილობრივი ექსპორტი 61 %-ით, 3 მილიარდ 757 მილიონ დოლარამდეა გაზრდილი. მთავარი საექსპორტო პროდუქტებია ნავთობი, ძვირფასი ლითონები, ფეროშენადნობები, ღვინო და მინერალური წყლები. უმსხვილესი საექსპორტო ქვეყნების ხუთეული კია ასეთია – ჩინეთი, რუსეთი, თურქეთი, ბულგარეთი და სომხეთი.

მსგავსი