ექსპორტის მაჩვენებელი გაიზარდა

18:42, 19.05.2025

ქართული პროდუქციის ექსპორტი გაიზარდა და 2025 წლის იანვარ-აპრილის პერიოდში, ორ  მილიარდ დოლარს გადააჭარბა. ეს მაჩვენებელი, გასული წლის შესაბამის პერიოდზე, 14 %-ით მეტია. ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს. ადგილობრივი ექსპორტის ხუთეულში ძვირფასი ლითონები, ღვინო, სპირტიანი სასმელები, ფეროშენადნობები და აზოტოვანი სასუქები შედის.

მსგავსი