ექსპორტის 2025 წლის მაჩვენებელი

21:52, 20.01.2026

ქართული ღვინო ერთ-ერთი მთავარი საექსპორტო პროდუქტია.

2025 წელს საერთაშორისო ბაზრებზე გასულ წელთან შედარებით 12,5 %-ით მეტი ადგილობრივი პროდუქცია გაიტანეს. საექსპორტო პროდუქტების პირველ ათეულში ძვირფასი ლითონების მადნების შემდეგ, ღვინო მეორე ადგილს იკავებს. რაც შეეხება ადგილობრივი პროდუქციის უმსხვილეს საექსპორტო ქვეყნებს, პირველ ადგილზე 700 მილიონ დოლარზე მეტით რუსეთია, მეორე და მესამე ადგილს კი ჩინეთი და თურქეთი ინაწილებენ.

რას უკავშირდება დადებითი ტენდენცია საგარეო ვაჭრობის მიმართულებით და რატომ ინტერესდება სულ უფრო მეტი ქვეყანა საქართველოში დამზადებული პროდუქციით – პასუხისმგებელი უწყებების წარმომადგენელთა და ეკონომისტთა შეფასებები შალვა სუმბაძემ მოისმინა.

მსგავსი