ექსპორტი ევროკავშირის ბაზარზე

​ევროკავშირთან თავისუფალი სავაჭრო რეჟიმის ამოქმედებიდან თითქმის ხუთი წლის შემდეგ საექსპორტო პროდუქციის ჩამონათვალი თითქმის უცვლელი რჩება.

სპილენძის მადნები, კონცენტრატები და აზოტოვანი სასუქები,- საქართველოდან ევროპულ ბაზარზე გასული ნაწარმის ნახევარზე მეტი სწორედ მითითებულ პროდუქტებზე მოდის.

თავისუფალი სავაჭრო შეთანხმების შეღავათიანი პირობების მიუხედავად, ქართული საექსპორტო პროდუქციის მნიშვნელოვანი დივერსიფიკაცია არ მომხდარა. განსაკუთრებით სოფლის მეურნეობის იმ სფეროებს უჭირთ, სადაც ხარისხის მაღალი სტანდარტების დაცვაა აუცილებელი.