ექსპონატით მოყოლილი საქართველოს ისტორია – ზოომორფული ფიგურები
ძვ. წ. VIII-VII საუკუნეების კოლხური კულტურა ცხოველსახოვანი მოტივების მრავალფეროვნებით გამოირჩევა, რაც კერამიკული ნაწარმის დეკორშიც აისახა. ამ დროს ჩნდება რქისებური შვერილებით შემკული ე. წ. ზოომორფულყურიანი ჭურჭელი, რომელიც ვანის განახლებული მუზეუმის ექსპოზიციაზეა წარმოდგენილი.