ექსპონატით მოყოლილი საქართველოს ისტორია - ქვის სარკოფაგი
  • სოფელ ბალიჭში, ბოლნისის მუნიციპალიტეტში, წყალსადენთან დაკავშირებული სამშენებლო სამუშაოების წარმოების დროს, 1971 წელს აღმოჩნდა ქვის სარკოფაგი.
  • ბალიჭის სარკოფაგის აღმოჩენამ თავიდანვე ქართველ მეცნიერთა დიდი ყურადღება დაიმსახურა, რადგან საქართველოში სარკოფაგებით გარდაცვლილთა დამარხვის პრაქტიკა ფაქტობრივად არ არსებობდა. ჯერჯერობით მხოლოდ ექვსი სარკოფაგია აღმოჩენილი (ბალიჭის სარკოფაგის ჩათვლით) და ეს უკანასკნელი გამოირჩევა საკმაოდ ვრცელი წარწერითა და ჯვრის გამოსახულებით სახურავზე.

ექსპონატით მოყოლილი საქართველოს ისტორია