ექსპონატით მოყოლილი საქართველოს ისტორია - ბედიის ფრესკის ასლი
  • სადღეისოდ შემორჩენილი არტეფაქტებიდან, ბაგრატ III-ის სახელი ყველაზე თვალნათლივ ბედიის ბლაქერნის ღმრთისმშობლის სახელობის მონასტრის ეკლესიას უკავშირდება. ეს ეხება როგორც ოქროს ბარძიმს, ისე ბედიის ტაძრში არსებულ მის ფრესკულ პორტრეტს, რომელიც დღეს სამწუხაროდ განადგურებულია, ისევე როგორც, ბაგრატის პორტრეტის გვერდით გამოსახული მოგვიანო ხანის ქტიტორების ვრცელი ქართული ასომთავრული წარწერით განმარტებული პორტრეტები.
  • ეს გამოსახულებებია აღბეჭდილი ეროვნული მუზეუმის სიმონ ჯანაშიას სახელობის სახელმწიფო მუზეუმში დაცული, შალვა აბრამიშვილის, დღეს უკვე დედნის მნიშვნელობის მქონე ასლზე. მასზე მკაფიოდ ჩანს ბაგრატ მეფე თანმდევი წარწერის ფრაგმენტითა („ატ“) და ბედიის გუმბათიანი ეკლესიის მოდელით ხელში. მის გვერდით კი ვერტიკალური გამყოფი ზოლის მიღმა სამეგრელო-აფხაზეთის მმართველი ოჯახის უმაღლესი პირები, დედა-შვილი, დეუფალთ დეუფალი მარეხი და მანდატურთუხუცესი გიორგი დადიანია.

ექსპონატით მოყოლილი საქართველოს ისტორია