„ექსპოჯორჯიაში“ ევროპის დღე აღინიშნება

„ექსპოჯორჯიაში“ ევროპის დღე აღინიშნება – მთელი დღის განმავლობაში სხვადასხვა პავილიონში მოწყობილია გამოფენები და მწვანე კუთხეები. ღონისძიება რამდენიმე წუთის წინ ევროკავშირის ელჩმა ოფიციალურად გახსნა. პაველ ჰერჩინსკიმ შეკრებილებს სიტყვით მიმართა. ადგილზე მისულ სტუმრებს შესაძლებლობა აქვს, გაეცნონ ინოვაციურ პროექტებსა და ჩაერთოს შემოქმედებით აქტივობებში. ბავშვებს კი გიგანტური გასაფერადებელი სივრცე და სახალისო თამაშები ელოდებათ. ევროპის დღეს Bedford Falls-ის კონცერტი დაასრულებს.