„ექსპოჯორჯიაში“ ევროპის დღე აღინიშნება

ევროკავშირი დღეს ევროპის დღეს აღნიშნავს – „ექსპოჯორჯიაში“ ღონისძიებები მთელი დღის განმავლობაში იმართება. მთელი დღის განმავლობაში სხვადასხვა პავილიონში მოწყობილია გამოფენები და მწვანე კუთხეები. ადგილზე მისულ სტუმრებს შესაძლებლობა აქვთ, გაეცნონ ინოვაციურ პროექტებსა და ჩაერთონ შემოქმედებით აქტივობებში. ბავშვებს კი გიგანტური გასაფერადებელი სივრცე და სახალისო თამაშები ელოდებათ. ევროპის დღეს Bedford Falls-ის კონცერტი დაასრულებს. ღონისძიება ოფიციალურად  გახსნა ევროკავშირის ელჩმა. პაველ ჰერჩინსკიმ შეკრებილებს სიტყვით მიმართა.