"ექსპო ჯორჯიაში" თბილისის წიგნის დღეები გრძელდება - რას სთავაზობენ ორგანიზატორები ლიტერატურის მოყვარულებს

თბილისის წიგნის დღეები გრძელდება. ლიტერატურის მოყვარულებს,  ორგანიზატორები სხვადასხვა გამოფენას, თემატურ ლექციებს, სემინარებსა და საავტორო პრეზენტაციებს სთავაზობენ.

ტრადიციულად ფორუმი საგამოფენო ცენტრ “ექსპო ჯორჯიაში” იმართება. მრავალფეროვან კულტურულ-გასართობ ღონისძიებებთან ერთად, წიგნის დღეების სტუმრები მნიშვნელოვანი ფასდაკლებითაც სარგებლობენ.

წიგნის დღეები ხვალ დასრულდება.