„ექსპო ჯორჯიაში“ სამეცნიერო სამუშაო შეხვედრა მიმდინარეობს

12:13, 08.03.2018

აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის საკითხზე ექსპო ჯორჯიაში USAID-ის ორგანიზებით სამეცნიერო სამუშაო შეხვედრა მიმდინარეობს.

ამერიკელი მეცნიერები ქართველ კოლეგებს უახლეს მიღწევებს აცნობენ. ღონისძიების მიზანია, ხელი შეუწყოს ამერიკელ და ქართველ მეცნიერებს შორის თანამშრომლობის განვითარებას  აზიური ფაროსანას მონიტორინგის და მის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებში. ამასთან, ქართველი მეცნიერები საკუთარ კვლევის შედეგებს წარმოადგენენ.

მსგავსი