„ექსპო 1919–2019“ - „ბაია გალერეა“ მხატვრობის მოყვარულებს ელოდება

„ქსპო 1919 – 2019“ – მოდერნი, ავანგარდი, სოცრეალიზმი, აბსტრაქციონიზმი და თანამედროვე ქართული მხატვრობა. მე-20 საუკუნიდან დღემდე, ყველაფერი ერთ სივრცეში. 100 წლის წინანდელი გამოფენა დღეს უკვე სახეცვლილი ვერსიით ბრუნდება.

სერგო ქობულაძის სავიზიტო ბარათად ქცეული თბილისის ოპერის ფარდის ესკიზი კი გამოფენის გამორჩეული ნიმუშია. „ბაია გალერეა“ მხატვრობის მოყვარულებს დღეიდან 25 მაისამდე ელოდება.