ექსპლუატაციაში მიღების ახალი კონცეფცია

ექსპლუატაციაში მიუღებელ შენობებთან დაკავშირებით თბილისის მერია ცვლილებებზე მუშაობს – ამის შესახებ კახა კალაძემ  მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

თბილისის მერის თქმით, ბევრი მოქალაქე დღემდე ექსპლუატაციაში მიუღებელ შენობებში ცხოვრობს, რაც გარკვეულ საფრთხეებთან არის დაკავშირებული, მერია ახალ რეგულაციებზე მუშაობს და ცვლილებებთან დაკავშირებით განმარტებებს პირადად კალაძე უახლოეს მომავალში გააკეთებს.