ექსპერტთა შეფასებები

ქვეყანაში შექმნილ პოლიტიკურ ვითარებას ანალიტიკოსები აფასებენ.

ნაწილი პროცესების რევოლუციური სცენარით განვითარებას არ გამორიცხავს. ლევან ნიკოლეიშვილის განცხადებით, ნათლად ჩანს, რომ  საზოგადოების დიდ ნაწილს არჩევანის გაკეთება საარჩევნო ყუთებთან სურს. ანალიტიკოსი გია აბაშიძე კი არ გამორიცხავს, რომ პროცესებში დასავლელი პარტნიორების ჩართვა გახდეს საჭირო.