ექსპერტიზის ბიუროს რეგიონული დეპარტამენტი გახსნა

18:42, 06.10.2026

გურჯაანის მუნიციპალიტეტში, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს კახეთის რეგიონული ექსპერტიზის დეპარტამენტი გაიხსნა. აღნიშნული სტრუქტურული ერთეული ბიუროს, რიგით მესამე რეგიონული დეპარტამენტია დასავლეთ საქართველოსა და აჭარის რეგიონული ექსპერტიზის დეპარტამენტების შემდეგ. ინფრასტრუქტურული განვითარებისა და ახალი სერვისების დამატების შედეგად, რეგიონის მოსახლეობისთვის საექსპერტო მომსახურების ხელმისაწვდომობა, სრულიად ახალ ეტაპზე გადადის. დღეიდან ადგილობრივ მოსახლეობას შესაძლებლობა აქვს, განახლებული მატერიალურ-ტექნიკური ბაზისა და თანამედროვე ინფრასტრუქტურის პირობებში, სრულყოფილად მიიღოს ყველა საჭირო სერვისი ადგილზე. განახლებული დეპარტამენტი კახეთის რეგიონის მოსახლეობასა და დაინტერესებულ პირებს სთავაზობს მაღალკვალიფიციურ და მოთხოვნად სერვისებს, მათ შორის: სამედიცინო, ნარკოლოგიურ, სასაქონლო და საინჟინრო ექსპერტიზებს.

მსგავსი