ექსპერტიზის ბიუროს დასკვნა

„ომეგა ჯგუფის“ საქმეზე გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებს მთავარი პროკურატურა არაავთენტურად და დამონტაჟებულად აცხადებს.

ამ დასკვნამდე საგამოძიებო უწყება ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 44-გვერდიანი დოკუმენტის გაცნობის შემდეგ მივიდა. ექსპერტიზის მიხედვით, ჩანაწერებში, სადაც სავარაუდო კორუფციულ გარიგებებზეა საუბარი, ფიქსირდება რამდენიმე წყვეტა, მათ შორის სიტყვებისაც, ასევე შეინიშნება მექანიკური მონტაჟის კვალი, ხშირ შემთხვევაში კი კითხვა და პასუხი შინაარსობრივად ერთმანეთთან შეუსაბამო და არაბუნებრივია. სწორედ მონტაჟის არგუმენტით დასკვნის ავტორები დიალოგის მონაწილეთა იდენტიფიცირებას შეუძლებლად მიიჩნევენ.

ექსპერტიზის პასუხს მწვავე რეაქციები მოჰყვა „ომეგა ჯგუფისგან“, რომელიც სამართლებრივ დავას ლონდონში გეგმავს. სწორედ ფარულ ჩანაწერებზე ამ წუთებში ნატო ჩხეიძეს სასამართლოში კითხავენ.