არჩილ ტატუნაშვილის მამას ექსპერტიზაში მონაწილე სპეციალისტები ორშაბათს შეხვდებიან

არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის შინაგანი ორგანოების გარეშე გადმოცემასთან დაკავშირებით, ცალკე სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე საუბრობს ცენტრ “ემპათიას” ხელმძღვანელი. ექსპერტიზაში მონაწილე სპეციალისტები ტატუნაშვილის მამას და ოჯახის ინტერესების დამცველს ორშაბათს შეხვდებიან.

ცნობილია, რომ უახლოეს მომავალში ლევან სამხარაულის სახელობის ეროვნული ბიუროსგან დამოუკიდებლად, ემპათია“ კომპლექსურ დასკვნას დადებს, რომელშიც საუბარი იქნება ქართველი ჯარისკაცის წამებით გარდაცვალების  მიზეზშედეგობრივ კავშირზე.