ექსპერტები ქერჩის სრუტეში არსებულ ვითარებას აფასებენ

ექსპერტები მიიჩნევენ, რომ რუსეთის მოქმედებები მის შიდა პოლიტიკას უკავშირდება.

თორნიკე შარაშენიძის თქმით, ვლადიმერ პუტინის რეიტინგი დაეცა, ამასთან, უკრაინას არ აქვს შესაძლებლობა, რუსეთს წინააღმდეგობა გაუწიოს.

ექსპერტის შეფასებით, აღნიშნული ფაქტები მიანიშნებს, რომ უკრაინის მოქმედ პოლიტიკურ ელიტას ძალიან ცოტა შესაძლებლობა აქვს, ღირსეული წინააღმდეგობა გაუწიოს რუსულ აგრესიას.