ექსპერიმენტული ბალისტიკური რაკეტა და ომის ესკალაციის საფრთხე

მუქარის შემდეგ პუტინი მოქმედებაზე გადავიდა.

ამერიკული და ბრიტანული წარმოების შეიარაღების რუსეთის სიღრმეში გამოყენების შემდეგ რუსეთმა უკრაინას უახლესი საშუალო რადიუსის რაკეტით შეუტია. „ორეშნიკიბალისტიკურმა სარაკეტო სისტემამ საბრძოლო გამოცდა გაიარა. რუსეთის პრეზიდენტი ნატოს ქვეყნებს პირდაპირ დაემუქრა, რომ მორიგი შეტევის სამიზნე გახდება ყველა იმ ქვეყნის სამხედრო ობიექტები, რომლებიც უკრაინას იარაღს რუსეთის ტერიტორიაზე გამოსაყენებლად მიაწვდიან. პუტინის მუქარის შემცველი გზავნილების და მოქმედებების ფონზე ცალკეული დასავლელი ლიდერები ომის სახიფათო ფაზაზე იწყებენ საუბარს. ვითარება განსაკუთრებით მას შემდეგ გამწვავდა, რაც ამერიკამ რამდენიმე თვიანი ლოდინის შემდეგ უკრაინის მოთხოვნა დააკმაყოფილა და მას ამერიკული შეიარაღების რუსეთის ტერიტორიაზე განლაგებულ სამიზნეებზე გამოყენების ნებართვა მისცა.