ექსკლუზიური ინტერვიუ როუზ გოტემოლერთან

ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილე ამბობს, რომ საქართველო ალიანსის წევრი აუცილებლად გახდება. როუზ გოტემოლერმა „მოამბეს“ ექსკლუზიური ინტერვიუ მისცა.

სტოლტენბერგის მოადგილე ხაზს უსვამს, რომ ორგანიზაციაში საქართველოს გაწევრიანების საკითხზე ლიდერების 10-წლის წინანდელი პოზიცია უცვლელია. ინტერვიუ რუსულ ოკუპაციასაც ეხება. გოტემოლერი საუბრობს რუსეთისგან მომდინარე საფრთხეებზე, გმობს ე.წ. ბორდერიზაციას და აცხადებს, რომ ნატო ომის მძიმე შედეგებით შეშფოთებულია.