ექსკლუზიური ინტერვიუ ჯეიმს აპატურაისთან

„მოამბის“ ექსკლუზიური ინტერვიუ ჯეიმს აპატურაისთან.

საკუთარი უფლებამოსილების ამოწურვამდე კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატოს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი ორგანიზაციაში საქართველოს გაწევრიანების პერსპექტივაზე საუბრობს. გენერალური მდივნის წარმომადგენლად 10-წლიანი მუშაობის შემდეგ აპატურაი მალე ახალ პოზიციას დაიკავებს. მანამდე კი ხაზს უსვამს, რომ საქართველომ ნატოს წევრობამდე მაპი უნდა მიიღოს, თუმცა როგორც თავად განმარტავს, სამოქმედო გეგმის მიღებასა და გაწევრიანებას შორის დროის შუალედი მცირე იქნება. აპატურაი ჩვენს ქვეყანას ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის ყველაზე აქტიურ პარტნიორად მოიხსენიებს და ფიქრობს, რომ ნატოში ინტეგრაციის გზაზე საჭიროა სტრატეგიული მოთმინება. ინტერვიუს დროს საკმაოდ მკაფიო გზავნილები გაჟღერდა რუსეთის მიმართ. აპატურაი ახლა საქართველოშია და ქართულ მხარესთან ერთად მუშაობს, თუ როგორ უნდა აღსრულდეს ცოტა ხნის წინ გამართულ ბრიუსელის სამიტზე მიღებულ კომუნიკეში საქართველოსთან დაკავშირებული ჩანაწერები.

ლევან ახალაია ესაუბრა ჯეიმს აპატურაის.