ექსკლუზიური ინტერვიუ ჰუბერტ ქნირშთან - „მოამბეში“ 21 საათზე

გერმანიის ელჩმა ჰუბერთ ქნირშმა საქართველოში მისიის დასასრულს პირველ არხს ექსკლუზიური ინტერვიუ მისცა. საქართველოსთვის ევროპული საბჭოს მიერ მიცემული 12 რეკომენდაციის შესრულება, დეპოლარიზაცია, საქართველოს ევროპული პერსპექტივა და ევროინტეგრაციის გზაზე გერმანიის მხარდაჭერა, – ამ და სხვა საკითხებთან დაკავშირებით, ჰუბერტ ქნირშმა პირველი არხის შეკითხვებს უპასუხა. რა იყო საქართველოში ოთხწლიანი მუშაობის მთავარი გამოწვევები და რა გზავნილები აქვს გერმანელ დიპლომატს ქართველი ხალხისადმი. დიპლომატი მისიას საქართველოში აგვისტოში ასრულებს – სრული ინტერვიუ ნახეთ „მოამბეში“ 9 საათზე.