ექსკლუზიური ინტერვიუ 

დღეს გახმოვანებული მოდელი ანდერს ფოგ რასმუსენმა „მოამბესთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუშიც განმარტა.

დანიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი მოსკოვს ამჯერად თბილისიდან ახსენებს, რომ სუვერენული ქვეყნის არჩევანში ჩარევის და რომელიმე საერთაშორისო ორგანიზაციაში გაწევრიანების შეფერხების უფლება არ აქვს. კრემლის მუქარისშემცველი გზავნილების ფონზე ნატო-ს ყოფილი გენერალური მდივანი ფიქრობს, რომ მოცემულ ვითარებაში მთავარი მოსკოვისთვის აშშ-ის და ევროპის ერთიანობის ჩვენებაა. რასმუსენის დღევანდელ შეთავაზებაზე მარიამ მენაბდემ თბილისში მიმდინარე საერთაშორისო კონფერენციის მონაწილე სხვა უცხოელ დიპლომატებსაც ჰკითხა. ამერიკის თავდაცვის უწყების წარმომადგენელი საქართველოს ხელისუფლებას სიფრთხილისკენ მოუწოდებს. ინტერვიუების დროს ქვეყნის საერთაშორისო პარტნიორები რუსეთისგან მომდინარე საფრთხეების შეკავების კონკრეტულ გზებზე საუბრობენ.

მარიამ მენაბდე ესაუბრა საერთაშორისო კონფერენციის მონაწილეებს.