ექსკლუზიურად „მოამბეში“ - უმძიმესი პაციენტის განკურნების ისტორია

კორონავირუსის შიდა გავრცელების ფაზა და ინფიცირებულთა კიდევ უფრო გაზრდილი მაჩვენებელი. ბოლო 24 საათში, კოვიდ-19 კიდევ 15 მოქალაქეს დაუდასტურდა. ამ დროისთვის, ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 385-მდეა მომატებული. გამოჯანმრთელებულია 84 ადამიანი.  გარდაცვლილია სამი მოქალაქე.

უხილავ მტერთან ბრძოლაში ჩართული სპეციალისტების მთავარი რეკომენდაციები კვლავ სახლში დარჩენა და სოციალური დისტანცირებაა.

#მოამბის რეპორტაჟში გაიცნობთ 80 წლის გამოჯანმრთელებულ ქალბატონს, რომლის გადარჩენაშიც მედიკოსებს ეჭვი რამდენიმე დღის მანძილზე ეპარებოდათ. რეანიმაციაში გატარებული უმძიმესი დღეები და მისი რჩევა თითოეულ მოქალაქეს.

 

ექსკლუზიურად „მოამბეში“ – კორონავირუსით ინფიცირებული უმძიმესი პაციენტის განკურნების ისტორია