ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი ოკუპირებული ცხინვალის ტერიტორიაზე რჩება

 ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი ამ დრომდე ოკუპირებული ცხინვალის ტერიტორიაზე რჩება. დე ფაქტო რეჟიმმა მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა, ე.წ. სასამართლომ ქართველ მედიკოსს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

მომხდართან დაკავშირებით, საქართველოს პრეზიდენტი საერთაშორისო ორგანიზაციების ხელმძღვანელებს მიმართავს. განცხადებაში წერია, რომ  ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონში, მძიმე კრიზისია შექმნილი. დაკავებულია ცნობილი ექიმი, ვაჟა გაფრინდაშვილი, რომელიც რეგიონში თავისი პროფესიული ვალის მოსახდელად ჩავიდა.

პრეზიდენტი საერთაშორისო ორგანიზაციების ხელმძღვანელებს მოუწოდებს, გამოიყენონ ყველა არსებული საშუალება, რათა ოკუპირებულ რეგიონში ვითარება გამოსწორდეს და ქართველი ექიმი უმოკლეს დროში გათავისუფლდეს. განცხადებას ავრცელებს საგარეო საქმეთა სამინისტროც. მომხდარს აღმასრულებელ და საკანონმდებლო ხელისუფლებაშიც ეხმაურებიან.