ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი ცხინვალის იზოლატორში რჩება

ოკუპირებული ცხინვალის დროებითი დაკავების იზოლატორში რჩება საქართველოს მოქალაქე, თბილისში მცხოვრები ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი. გავრცელებული ინფორმაციით, ის, სავარაუდოდ, ოკუპირებული ორჭოსანის სიახლოვეს, რამდენიმე დღის წინ დააკავეს. ექიმის წინააღმდეგ დე ფაქტო რეჟიმმა სისხლის სამართლის საქმე აღძრა. საქართველოს მოქალაქის გატაცების ფაქტს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ადასტურებს.