ექიმების რეკომენდაცია მშობლებს

დაავადებათა კონტროლის ცენტრი, მშობლებს ბავშვების ვაქცინაციისკენ მოუწოდებს. რეკომენდაცია ახალი სასწავლო წლის დაწყებას და ინფექციური დაავადებების გავრცელების პრევენციას უკავშირდება. ექიმები აღნიშნავენ, რომ სასწავლო პროცესის აღდგენასთან ერთად, იზრდება გადამდები დაავადებებით ინფიცირების რისკები. პარლამენტში კი დღეიდან სავალდებულო ვაქცინაციის პროექტის საკომიტეტეო განხილვები დაიწყო.