ექიმების მიმართვა ჯანდაცვის მინისტრს

ექიმები ჯანდაცვის სამინისტროსგან პასუხს ელოდებიან.

სადავო 520-ე დადგენილების გარშემო პროტესტი არ ცხრება. სამედიცინო საზოგადოების წარმომადგენლები დღეს საკუთარი პრეტენზიებით პარლამენტში მივიდნენ და ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების“ წევრებს შეხვდნენ. წამყვანი კარდიოლოგიური კლინიკების ხელმძღვანელები ითხოვენ, გადაიხედოს ნოემბრიდან ამოქმედებული ახალი რეგულაცია, რომელმაც კარდიოლოგიის და რეანიმაციის მიმართულებით საყოველთაო ჯანდაცვაში ჩართული ყველა კლინიკისთვის მომსახურების ტარიფები გაათანაბრა. კარდიოლოგები ამბობენ, რომ გადაწყვეტილებამ ოპერაციების რიცხვი მკვეთრად შეამცირა, დღის წესრიგში დადგა ექიმების ხელფასების კლების საკითხიც.

დატოვე კომენტარი