რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას – გვიან ღამით დატოვეს სასჯელაღსრულების მე-18 სამკურნალო დაწესებულება სახალხო დამცველმა და ომბუდსმენის ოფისთან შექმნილმა ექიმების ჯგუფმა.
ნინო ლომჯარიას განცხადებით, მათ დაათვალიერეს ინფრასტრუქტურა და შეაფასეს ყოფილი პრეზიდენტის მდგომარეობა. ერთ-ერთი მედიკოსის განმარტებით, ინტენსიური თერაპიის პალატა საკმაოდ კარგად აღჭურვილია, თუმცა, მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილის დარჩენა მიზანშეწონილი არ არის.