ექიმების დაჯილდოება ბათუმში

ბათუმში, „კოვიდ-19“-ის მართვაში ჩართული მედიკოსები დააჯილდოვეს.

მათ მადლობის სიგელები აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ გადასცა. განსაკუთრებული მადლობა ჯანდაცვის სამინისტროს, ცხელების ცენტრებსა და კლინიკა „მედალფას“ გადაუხადეს. შეაჯამეს რეგიონში კორონავირუსის წინააღმდეგ გატარებული ღონისძიებები.

აჭარაში ახალი შემთხვევა 30 აპრილის შემდეგ აღარ გამოვლენილა. რეგიონმა მწვანე ზონის სტატუსი მაისის ბოლოს დაიბრუნა. ჯამში კორონავირუსით 71 პირი დაინფიცირდა, აქედან 69-მა დაავადება დაამარცხა, ორი კი გარდაიცვალა.