ექიმები მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას ეცნობიან

უკვე სამი საათია ექიმები მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას ეცნობიან. გორის ჰოსპიტალში იმყოფება მსჯავრდებულის პირადი ექიმი ნიკოლოზ ყიფშიძე, ასევე ცენტრი „ემპათიას“ სამი ექსპერტი. ისინი ცოტა ხანში გააკეთებენ განცხადებას იმის შესახებ, შეძლებს თუ არა ხვალ სააკაშვილი სასამართლო სხდომაზე დასწრებას. თუმცა, გადაწყვეტილება პენიტენციურმა სამსახურმა უნდა მიიღოს.

დატოვე კომენტარი