ჰუმანიტარულ მეცნიერებათა აკადემიისა და მიხეილ სააკაშვილის ექიმები ამბობენ, რომ რუსთაველზე საპროტესტო აქციების დაშლის დროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის მიერ გამოყენებული ცრემლსადენი გაზის კაფსულები ადამიანების ჯანმრთელობისთვის საშიშია.
მედიკოსებმა აღნიშნულთან დაკავშირებით, „სტრატეგია აღმაშენებლის“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრეს. მათი თქმით, აქციის მონაწილეები, ვინც რუსთაველზე ამ ნივთიერების ჩასუნთქვის შემდეგ დაშავდნენ, გამოუვლინდათ ცხვირიდან სისხლდენა და სხვა სიმპტომები, რომელიც საყურადღებოა. ითქვა ისიც, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ სპეციალური საშუალებები აქციების დაშლის დროს ყველა წესის დარღვევით გამოიყენა.