დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ჯეფრი ეფშტეინის საქმეს ეხმაურება. კირ სტარმერი მიიჩნევს, რომ ბრიტანეთის მეფის, ჩარლზის ძმამ ე.წ. ეპშტეინის საქმესთან დაკავშირებით, შტატების კონგრესის წინაშე ჩვენება უნდა მისცეს. კირ სტარმერმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ ყველას, ვისაც რაიმე ინფორმაცია აქვს, მისი გაზიარებისთვის მზად უნდა იყოს. მანამდე, აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა ეპშტეინის ფაილებიდან სამ მილიონზე მეტი გვერდი გამოაქვეყნა, მათ შორის ორი ათასი ვიდეო და 180 ათასი ფოტო. მასალა ავლენს ეპშტეინის კავშირს რამდენიმე ცნობილ ფიგურასთან. ახალ მასალებში ჩანს ბრიტანეთის მეფის, ჩარლზის ძმა, რომელიც უცნობ ქალთან ერთად არის გადაღებული.