ჯეფრი ეპშტეინთან კავშირის გამო, ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრის მრჩეველი თანამდებობიდან გადადგა. თანამდებობის დატოვების შესახებ ლაიჩაკის განცხადება რობერტ ფიცომ დააკმაყოფილა. ამასთან, სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა კიდევ ერთხელ გააკრიტიკა მიროსლავ ლაიჩაკის მიმართ მედიასაშუალებების დამოკიდებულება და მათ „თვალთმაქცები“ უწოდა. ცნობისთვის, ლაიჩაკმა თავდაპირველად ეპშტეინთან რაიმე სახის კავშირი უარყო და განაცხადა, რომ „ვერ ხვდებოდა“, როგორ შეიძლებოდა მისი სახელი შეტყობინებებში ყოფილიყო. მოგვიანებით კი აღნიშნა, რომ შეტყობინებების ავთენტურობას ვერ ადასტურებდა, რადგან ისინი დიდი ხნის შემდეგ აღარ ახსოვდა.