ეპშტეინის ფაილები – გამოძიება ევროპელი მაღალჩინოსნების წინააღმდეგ
ეპშტეინის საქმის მასალებში ახალი ფიგურანტები ჩნდებიან.
გადადგომების სერია გრძელდება. თანამდებობას ტოვებს დიდი ბრიტანეთის კიდევ ერთი მაღალჩინოსანი. ამჯერად საუბარია მთავრობის კაბინეტის მდივანზე და საჯარო სამსახურის უფროსზე. ის ერთ-ერთი რეკომენდატორი იყო ამერიკაში დიდი ბრიტანეთის ყოფილი ელჩის, პიტერ მანდელსონის, რომლის კავშირები ეპშტეინტთან იუსტიციის სამინისტროს მიერ მოცულობითი ფაილების გამოქვეყნების შემდეგ დადასტურდა. სკანდალში ეხვევა ნორვეგიის ყოფილი პრემიერი და ევროსაბჭოს ყოფილი გენერალური მდივანი ტორბიორნ იაგლანდიც, რომლის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო. გასაჯაროებულ მასალებში გაიჟღერა სხვა ქვეყნების პოლიტიკოსების გვარებმაც. ამერიკელი ფინანსისტი ჯეფრი ეპშტეინი ციხეში არასრულწლოვნებზე სექსუალური ძალადობის ბრალდებით 2019 წელს მოხვდა. იმავე წელს მან სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.