ეპიდემიულოგიური ვითარება და მკურნალობის მეთოდები

საკმაოდ მაღალ ნიშნულზეა „კოვიდ-19“-ით გარდაცვლილთა და მძიმე პაციენტთა მაჩვენებელი.

დღევანდელი მოცემულობა მესამე ტალღის პიკად ფასდება. მთავარი ამოცანაა, რომ დღიური მონაცემები 2 000-ს არ გადასცდეს. დიდი ალბათობით ივლისში შემოვა „ფაიზერის“ ახალი პარტია. მანამდე კი 18 წელს ზემოთ ყველა ასაკობრივი ჯგუფისთვის ხელმისაწვდომი ვაქცინა ჩინური „სინოფარმია“. ამ პრეპარატით დღეში საშუალოდ 3 000 ადამიანი იცრება. მაღალი მიმართვიანობის გამო ჯავშნები მალევე ივსება, რის გამოც მოქალაქეები განსაკუთრებით დედაქალაქში ადგილების დამატებას ითხოვენ. ვაქცინაციის პარალელურად ახალი მეთოდები ინერგება გართულებული შემთხვევების სამართავად. ჩაფიძის კლინიკაში ორი უმძიმესი პაციენტი ინოვაციური მეთოდით განკურნეს. ექსპერიმენტული კვლევების შემდეგ „ტოცილიზუბამით“ მკურნალობა ფართოვდება და თბილისის ინფექციური კლინიკის გარდა მისი გამოყენება სხვა კლინიკებშიც იწყება.