სწავლის დაწყებისა და არჩევნების თარიღების შეცვლისთვის დღეს საფუძველი არ არსებობს, – განცხადება ამის შესახებ პრემიერმა გააკეთა. მისი თქმით, კორონავირუსის ეფექტიანად მართვა გაგრძელდება, რისთვისაც მთავრობისა და მოქალაქეების ერთობლივი ქმედებებია აუცილებელი, ვიდრე ვირუსი გლობალურად არ დამარცხდება.
გიორგი გახარიას განცხადებით, მოსახლეობა შეზღუდვებს გაგებით უნდა შეხვდეს, რადგან ეს განპირობებულია ადამიანის ჯანმრთელობასა და ქვეყნის ეკონომიკაზე ზრუნვით.