ეპიდემიოლოგიური ვითარება - სპეციალისტების რეკომენდაციები

საქართველოში კოვიდინფიცირებულთა დღიური სტატისტიკა სტაბილურ ნიშნულზეა შენარჩუნებული. გასული დღე-ღამის განმავლობაში, 22 022 ადამიანი გამოიკვლიეს, დადასტურდა ვირუსის 390 შემთხვევა. შესაბამისად, დადებითობის დღიურმა მაჩვენებელმა 1.77 % შეადგინა. აქედან  192 შემთხვევა დედაქალაქში დაფიქსირდა. მეორე ადგილს კვლავ იმერეთი იკავებს, სადაც ამჯერად  71 ინფიცირებულია. ქვეყნის მასშტაბით 10 პაციენტი გარდაიცვალა, გამოჯანმრთელდა 172.  ამ დროისთვის კორონავირუსის დიაგნოზით მკურნალობას სულ 2 420 დაავადებული გადის,  მძიმე პაციენტებიდან 81-ს ხელოვნური სუნთქვის აპარატი ესაჭიროება.

მოამბე