ეპიდემიოლოგიური ვითარება შიდა ქართლში

შიდა ქართლში „კოვიდ-19“-ის ხუთი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

ინფიცირებულთა შორის სამი არასრულწლოვანია და სამივე მათგანი მკურნალობას სახლის პირობებში გაივლის. შიდა ქართლის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებლის, სიმონ გულედანის განცხადებით, ინფიცირებულთა შორის ორი ტირძნისის, ერთი ნადარბაზევის, ერთი გორის მცხოვრებია. გულედანის ინფორმაციით, ინფიცირებულთა შორის სკოლის მოსწავლეები და გორის „ჯიპისის“ აფთიაქის თანამშრომელი არიან. შავშვების სკოლაში სასწავლო პროცესი დისტანციურ რეჟიმში გადავიდა. როგორც გულედანმა აღნიშნა, გორის „ჯიპისის“ აფთიაქში ყველა თანამშრომელი თვითიზოლაციაში გადავიდა და სამუშაო პროცესი განახლდება სადეზინფექციო სამუშაოების ჩატარების შემდეგ.

ამ დროისთვის შიდა ქართლიდან 231 ნიმუშის პასუხს ელოდებიან.